„თურქეთი ლიბიაში ნიღაბს იხსნის“ - «Le Point»
ფრანგულმა პოპულარულმა ჟურნალმა „ლე პუან“-მა («Le Point») 30 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თურქეთი ლიბიაში ნიღაბს იხსნის“.
პუბლიკაციის ავტორია არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრი ანვარ გარგაში. იგი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს დაგმონ თურქეთის პოლიტიკა, რომელიც ლიბიის წინააღმდეგაა მიმართული: „ანკარა აქტიურად ერევა ლიბიის საშინაო კონფლიქტში. ლიბიელები თვითონ მოაგვარებენ საკუთარ პრობლემებს გარედან სამხედრო ძალით ჩარევის გარეშე“, - წერს მინისტრი და ყურადღებას ამახვილებს თურქეთის ზღვარგადასულ, თავხედურ მოქმედებაზე ლიბიის ნაპირებთან 10 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, როცა საფრანგეთის ფრეგატი, ლიბიისადმი იარაღის მიწოდების ემბარგოს შესრულების მიზნით, თურქულ გემს ტვირთის შესამოწმებლად მიუახლოვდა, თურქებმა კი დასახმარებლად თავიანთი სამხედრო გემი გამოიძახეს. „და ამას თურქეთი ნატოს თანაწევრი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს“, - ხაზს უსვამს არაბი მინისტრი.
„რეჯეფ ერდოღანმა ნათლად აჩვენა, რომ მას არ სურს ევროპასა და არაბულ სამყაროს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულოს. ამის ნაცვლად ანკარა თავისი წარსულის შესაბამის ოსმალურ იმპერიულ კურსს ატარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი პირველი ლიდერია მსოფლიოში, რომელმაც ეს რეალობა აღიარა“, - აღნიშნავს ანვარ გარგაში.
არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეტა მინისტრის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ლიბიელ ხალხს სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ლიბიელები მხარს უჭერენ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს, როგორც ამას თურქეთი აცხადებს და ამით ამართლებს თავისი ჯარის ლიბიაში გაგზავნას. ევროპას და არაბულ სამყაროს მშვიდობიანი და განვითარებული ლიბიის ხილვა სურს. მათ ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს საკუთარი ბედის გადაწყვეტაში. არცერთი სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში, მით უმეტეს თურქეთი, რომელიც იმპერიული იდეოლოგიითა არის გაჟღენთილი“, - წერს ავტორი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყაროები: https://www.lepoint.fr/debats/tribune-en-libye-la-turquie-tombe-le-masque-30-06-2020-2382355_2.php
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"