"აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენი პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა"-სომხეთის თავდაცვის უწყება
2-3 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„3-4 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილიდან პროვოკაციული ოპერაციები განაახლა და სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი კვლავ გახსნა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი პასუხი გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგი განეცადა ”, - დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერმა შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სიახლეები
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
- საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები გამოარჩიეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 აპრილიდან
- "უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ" - მეუფე ნიკოლოზი
- "ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე, საკუთარ ტყუილებში თავად იკარგებიან და იხლართებიან"