თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს
აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს. გადაწყვეტილება თურქულ მედიაში გამოქვენდა.
„ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრული ფრესკებით არის ცნობილი. ხდება მისი მეჩეთად გადაკეთება იმავე პროცედურებით, როგორც ეს აია სოფიას შემთხვევაში მოხდა. ის გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს,“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტაძარი, რომელიც 74 წლის წინ მუზეუმად გადაკეთდა, სტამბულში ფათიხის რაიონში მდებარეობს. ის მეექვსე საუკუნით თარიღდება, კერძოდ კი, 534 წელს აშენდა, ის 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა. ხორას მონასტერი მეჩეთად 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 1945 წელს მუზეუმად გადაკეთდა.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს