უკრაინაში უცხოელების შესვლა ერთი თვით იკრძალება
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელებს უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში შესვლა ეკრძალებათ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიღეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევთ. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადიან სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნიათ ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.
ავაკოვის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება ძალაში შევა 29 აგვისტოდან და იმოქმედებს 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.
დღეის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1670-ით გაიზარდა და 110 085 ადამიანი შეადგინა.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო