"სამზარეულოში მოვხარშე "ნოვიჩოკი" - ალექსეი ნავალნი პუტინის ვერსიას პასუხობს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება:
"კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ იმსახურებს დაჟინებულ შესწავლას. სამზარეულოში მოვხარშე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში მათარიდან წყნარად მოვწრუპე. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არაფრის დიდებით არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი საბოლოო მიზანი ჩემი ეშმაკური გეგმის. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინი ვარაუდობს, რომ ალექსეი ნავალნიმ "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავი შესაძლოა თავად მიიღო, ამის შესახებ ფრანგული გაზეთი LE MONDE წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა. თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რუსმა ექიმებმა ოჯახს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება მხოლოდ ორი დღის შემდეგ მისცეს. 22 აგვისტოდან ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა "შარიტეში" იმყოფება. ის ხელოვნური კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.
სიახლეები
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი
- "სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსოლუტური აბსურდია დასკვნა, რომ, რაც ამერიკაში მისაღებია, ქართველებისთვის არ არის"
- "არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს" - კახა კალაძე
- რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება