"ყარაბაღში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები"-აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე
სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ინფორმაციას გარდაცვლილთა და დაჭრილების შესახებ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის. მისივე ცნობით, სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ღებულობს კონტრშეტევით ზომებს მორიგი სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გაჯიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგაოებას, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება.
„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“ , - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო