ორგანიზმის გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი დიეტა
ეს შვიდდღიანი დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ეფექტურად წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან, აახალგაზრდავებს და წონაშიც საგრძნობლად აკლებინებს.
პირველი დღე – სვით დიდი რაოდენობით ახალგამოწურული ხილის წვენი და უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე – მიირთვით ბოსტნეული სალათების სახით. სასურველია, ჩართოთ კომბოსტო, რომელიც ეფექტურად შლის ცხიმებს.
მესამე დღე – სვით ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები და გაზგასული მინერალური წყალი.
მეოთხე დღე – მიირთვით ხილი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – გრეიპფრუტი, რომელიც ცხიმს წვავს და ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები. გეკრძალებათ – ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა.
მეხუთე დღე – მიირთვით ცილოვანი პროდუქტები, მაგალითად, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ქათამი და დასაშვებია, იოგურტი.
მეექვსე დღე – სვით ახალგამოწურული ხილის წვენი და მიირთვით ცოცხალი კომბოსტოს შემცველი ბოსტნეულის სალათები. შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა.
მეშვიდე დღე – მიირთვით საუზმეზე უშაქრო ჩაი ან ყავა და მოხარშული კვერცხი. ლანჩზე – ნებისმიერი ხილი. სადილზე – ბრინჯით ან ბოსტნეულით მომზადებული ბულიონი. სამხარზე – ხილი. ვახშამზე კი – ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში