,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ.
„ბატონი პეტერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ ამ ადამიანმა საქართველო-გერმანიის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებულია დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად. მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ – აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრანსს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. გამოდის, რომ ერთი ისაა ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
