,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი

,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ დიპლომატისგან მსგავსი განცხადებები არავის უკვირს.

„სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია. ყველაზე დიდი უბედური ის არის, რომ ანტიევროპულია, იმიტომ რომ, მათ შორის, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო შემადგენლის როლი და როდესაც ამ ყველაფერს ეს დიპლომატი უარყოფს და პირიქით, ცდილობს რომ დაბლა დასწიოს საქართველოს როლი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამხელა ინტერესი აქვს მას, რომ საქართველო იყოს გაუფასურებული. მისგან ეს განცხადებები არავის გვიკვირს“, – აღნიშნა წილოსანმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.

წაკითხვა 91 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.