"ცუდად ვარ" - ლელა წურწუმიას ვიდეო მიმართვა
მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში რეპეტიციის ამსახველ ვიდეოს და მიმართვას ავრცელებს.
“7 მარტს მქონდა ბოლო კონცერტი და მას შემდეგ, პირველად შევიკრიბეთ სარეპეტიციოდ, არ ვიცი რა რეკომენდაციები დაგვიწესა მთავრობამ, არც ის ვიცი კონცერტები იქნება თუ არა.
მაგრამ ცუდად ვარ, არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგა.
ასე მაინც უნდა გავაკეთო ეს, რადგან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე. ლილოს ბაზრობაც კი გახსნილია, მაგრამ ხელოვნება ადამიანის ყველაზე მთავარი საკვებია და ჩვენი სფერო არ უნდა დაიჩაგროს",- აცხადებს ლელა წურწუმია.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე