"ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება.
ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი 44.1%-ით გაიზარდა.
"რაც შეეხება, თუ რა პროდუქციის მიხედვით დაფიქსირდა ზრდა და სად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი - ტრადიციულად, ლიდერობს, რა თქმა უნდა, მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრია, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფის შემდეგ უკვე მესამე ~-მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპის მიხედვით არის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების მრეწველობა - ეს არის ღვინო, ეს არის თხილი, კვების მრეწველობის პროდუქცია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე,“- განაცხადა თურნავამ.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე