"უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია"- ნათია თურნავა
უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი არის მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე.
„ბევრი ქვეყანა საახალწლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი. ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ ნახევარი ადამიანი გარდაცვლილია კორონავირუსის შედეგად. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. ასეთი საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იყო. ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე, იმედი გვაქვს, სწორედ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუ გახსნა მოხდა 24-ში და როგორ იქნება ადამიანების ნაკადი მართული, როგორც სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ“,- განაცხადა თურნავამ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
