იტალიაში სახლების 1 დოლარიდან გაყიდვა ათობით ქალაქმა დაიწყო
წარმატებული მაგალითის შემდეგ სახლების 1 დოლარიდან გაყიდვა იტალიის ათობით ქალაქმა დაიწყო. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 1 წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ იტალიის სამხრეთში მდებარე მოსახლოებისგან თითქმის დაცლილი ქალაქი სამბუკა ახალ მცხოვრებლებს ეძებდა. სამბუკას თვითმმართველობამ მიტოვებული სახლების აუქციონზე გატანა დაიწყო, რომელთა საწყისი ფასიც 1 დოლარს შეადგენდა.
სტატიამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოწვია და სახლის შეძენის სურვილი ასობით ადამიანმა გამოთქვა.
ამ ამბიდან რამდენიმე კვირაში იტალიის კუნძულ სიცილიის ქალაქმა კამარატამ მსგავსი კამპანია წამოიწყო. ქალაქის თვითმმართველობამ გადაწყვიტა მიტოვებული სახლები ახალმოსახლეობისთვის გადაეცა უსასყიდლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2 000-დან 5 000 დოლარამდე დეპოზიტს გადაიხდიდნენ. მათ 1 წლიანი ვადა ეძლეოდათ სახლის შესაკეთებლად, რის შემდეგაც დეპოზისტს უკან იბრუნებდნენ.
ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კამარატაში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი ასობით ადამიანმა გამოთქვა.
2 წარმატებული მაგალითის შემდეგ იტალიის მოსახლებისგან თითქმის დაცლილმა ათობით ქალაქმა გადაწყივტა მსგავსი ხერხით ახალი მცხოვრებლები მოეზიდა. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირებს თითოეული მათგანი ერთმანეთისგან გასხვავებულ პირობას სთავაზობს, თუმცა მათი მიზანი და მთავარი პრინციპი კვლავ ქალაქების გადარჩენაა.
CNN-ის ინფორმაციით მსგავსი კამპანიები იტალიის სხვადასხვა ნაწილში დაიწყო და ქვეყნის პატარა ქალაქები თუ სოფლები ახალმოსახლეებს ელიან.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე