,,საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 24 პროცენტით მოიმატა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა"- მარიამ ქვრივიშვილი
2024 წელი საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და – 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 25 პროცენტით მოიმატა რეისების რაოდენობამ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, 2024 წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირი მიმართულების თაობაზე. შედეგად, შარშან საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ „ავსტრიის ავიახაზები“, „ტრანსავია“, „ეარ ჩაინა“ და სხვა.
„2025 წელს ვიწყებთ მნიშვნელოვანი სიახლეებით – „ბრიტიშ ეარვესი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“ დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან. აღნიშნული გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული ავიაციისა და ტურიზმის სექტორებისთვის,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს საქართველოს პოპულარიზების თანმიმდევრულ პოლიტიკას, რათა მეტი პირდაპირი ფრენის მეშვეობით, საქართველოში კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოსვლა იყოს უზრუნველყოფილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 4,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 29 პროცენტიანი მატებაა. ასევე 30 პროცენტით გაიზარდა თბილისიდან შესრულებული რეისების რაოდენობა. მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც. ქუთაისში 1,7 მლნ მგზავრზე მეტს, ბათუმში კი 951 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ორივე აეროპორტში რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სიახლეები
- ირაკლი კობახიძემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ხელი მოაწერა
- მაროკოში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ორი ადამიანი ემსხვერპლა
- “აქტიურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ევროპელ პარტნიორებთან” - ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტზე
- “მინდა, მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს; მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე!” – მიხეილ სააკაშვილი
- „პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან?“ - სუროგატი დედების საქმის ფიგურანტი ახალ სააგენტოს ხსნის