"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავამარცხებ"- გიორგი ვაშაძე
„მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ ისანში მას “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატს დაუყენებს, ის მაინც გაიმარჯვებს და იბრძოლებს “დამსხვრეული ოცნებების პარტიის” დასამარცხებლად.
„მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც“. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის - დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების ნაცვლად, ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით