„ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას მათ იმ ტექნოლოგიურ სიურპრიზებს გააცნობს, რომელსაც "ქართული ოცნება" არჩევნების დღეს და მანამდე მიიღებს.

როგორც მან პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, თუ ოპოზიცია იქნება კონსოლიდირებული პოზიციით არჩევნებში, თითოეული ხმის დაცვას შეძლებენ.

 

"სამი ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც მიუძღვის დამსხვრეული ოცნების პარტიას საქართველოს მიმართ არის: შიმშილი, რომელიც არის ქვეყანაში, კრიმინალი, რომელიც არის გამეფებული და უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ თავს და საგარეო ვექტორის, ჩვენი დასავლური ინტეგრაციის მოშლა და ჩამოშლა, აქედან გამომდინარე #1 ამოცანა არის მშვიდობიანად, არჩევნებით, შეიცვალოს ხელისუფლება, ოპოზიციის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები "ქართულ ოცნებას". ისევე, როგორც ჩვენ ვაიძულეთ მათ და 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ოპოზიციის კონსოლიდირებული პოზიციით, სწორედ ასეთივე თანამშრომლობითი მექანიზმი უნდა ჩამოვაყალიბებინოთ არჩევნების გაყალბების კუთხით. თუ ყველა ჩავერთვებით, შევძლებთ რომ დავიცვათ ხმები. მაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი "ქართული ოცნებისთვის" გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს აუცილებლად გავუზიარებ. ეს არის ტექნოლოგიური სიურპრიზები, რომლებსაც ისინი აარჩევნების დღეს და არჩევნებამდე მიიღებენ, რათა მათ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, 30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს მემორანდუმს გააფორმებს. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

წაკითხვა 939 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.