"ეს დიდი კრიზისისა და მარცხის ნაწილია, რომელიც ქართულმა დემოკრატიამ განიცადა"
დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის გამარჯვება ის, რომ ერთპარტიული პარლამენტია შენობაში შეკრებილი. ეს, სამწუხაროდ, არის დიდი კრიზისისა და მარცხის ნაწილი, რომელიც ქართულმა დემოკრატიამ განიცადა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საერთო ოპოზიციურ მემორანდუმზე ხელის მოწერისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დროა, რომ ყველამ ერთად იზრუნოს ქვეყნის ფეხზე დაყენებისა და განვითარებისთვის.
ამასთანავე, გიორგი ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება და მოლაპარაკების მეორე მხარეს მყოფნი უფრო კონკრეტული წინადადებებით წარსდგებიან ოპოზიციის წინაშე.
„ახლა, ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენოთ საქართველო, განვავითაროთ ქვეყანა და არასდროს არ იყოს ასეთი მონოპოლიური მმართველობა, თუნდაც ის მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაში არის. მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ეკონომიკური პრობლემებიც, სოციალური პრობლემებიც, კორონა კრიზისიც დაკავშირებულია იმ არასწორ მმართველობასთან, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში და ამის ნათელი მაგალითი იყო არჩევნები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მეორე მხარეს მყოფმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რა რეალობაში არის დღეს ქვეყანა და რა რეალობაში არის საქართველო. მე იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ გვექნება მოლაპარაკების შესაძლებლობა, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე მეორე მხარე გაცილებით უფრო რაციონალური, კონკრეტული წინადადებით მოვა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ გავხლიჩოთ საზოგადოება, არამედ ჩვენი მიზანი არის, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება და ამისთვის ვდგამთ ამ ნაბიჯს, რასაც ვდგამთ დღევანდელ დღეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
