ამ გვერდის ამობედვა

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ტელეკომპანია "მთავარის" გადამღები ჯგუფის წევრები არიან. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

 

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

წაკითხვა 522 ჯერ