რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს
“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის განცხადებები და მოწოდებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და უცნაური ისაა, რომ საზოგადოების 20-30%-სთვის ეს ალოგიკურობა მისაღებია - ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
ამის მაგალითად მას მოჰყავს ერთის მხრივ ენმ-ის მუდმივი საუბრები საყოველთაო შერიგებაზე და მეორეს მხრივ, მათივე განცხადებები ე.წ. შავი სიებისა და დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს.
“რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნაზე გააკეთეს განცხადება. მანამდე თავად სააკაშილმა “ფეისბუქზე” წერილი გაავრცელა: “მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში”. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის და კორუფციონერებისთვის ე.წ. შავის სიის შექმნის იდეით გამოვიდა. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულის შემადგენლობას გამოიკვლევს, მტკიცებულებებს შეაგროვებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს. მანამდე კი სააკაშვილი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად ეროვნულ შერიგებას ასახელებდა. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ენმ-ის მხრიდან შერიგებაზე საუბარს მაინც უფრო ფრაგმენტული ხასიათი აქვს და აქცენტი აგრესიაზე უფრო მეტადაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აქცენტი “შავ სიაზე” მეტია, ვიდრე შერიგებაზე თვითონ რიტორიკაშიც. ასე რომ, ეს შერიგება “ნაციონალების” პოლიტიკისთვის მაინც უფო ფრაგმენტულია, ვიდრე “შავი სიები” და აგრესია. სხვადასხვა ადამიანის მიმართ ბულინგი არაერთხელ გვინახავს, თუკი რომელიმე ადამიანი ენმ-ს პოლიტიკას არ ეთანხმება. მათ შორის ასეთი ბულინგი უცხოელების მიმართაცაა, ანუ სიტუაციისდა მიხედვით გარკვეული “შავი სიები” იქაც გააჩნიათ. “შავი სია” აგრესიულობის გამოხატულებაა და სანამ აგრესია არ მოიხსნება, იქამე შერიგებასა და პატიებაზე ლაპარაკი ძალიან არადამაჯერებელი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“დავუშვათ გუნდში ხვდებიან, რომ ეს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. შიდა აჯანყება რომ მოაწყონ, რისი მომსწრეც ვიყავით, როდესაც ერთი-ორმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილს არ ვეთანხმებითო, გვერდით გავიდა, მათ შორის საკმაოდ წონიანი ფიგურები იყვნენ და ისინი 3%-ის ფარგლებში დარჩნენ. აქ პრობლემა ის კი არაა, გუნდი ამ განცხადებების ალოგიკურობას ხვდება თუ არა, აქ პრობლემა ისაა, რომ ამ არალოგიკურობას საზოგადოების 20-30% მისდევს, ისინი ამას მხარს უჭერენ”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.
“ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია როგორც შერიგება და “შავი სია”, ასევე შერიგება და დაუმორჩილებლობა. მათი მოწოდებები რომ შევაგროვოთ და ერთ კალათაში შერიგებაზე და მეორეში აგრესიული მოწოდებები დავაგროვოთ, მეორე კალათა აშკარად უფრო გავსებული გამოვა და უფრო ცოტა იქნება შერიგებასა და მშვიდობიანობის განცხადებები. იმდენად ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ, რომ დაუმორჩილებლობა, საბედნიეროდ, შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად ქვეყანას ებრძვი, რადგან თუ ხალხი დაუმორჩილებლობას აყვება, ქვეყანა უნდა მოიშალოს, არც ერთმა სამსახურმა აღარ უნდა იმუშავოს. ამისკენაა ეს მოწოდება, რომ საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩება, თუ ენმ არ იქნება ხელმძღვანელადო”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"