"ხვალ არც ერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში" - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ამომრჩეველს
დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოთხი წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ამომრჩეველს მოუწოდა, ხვალ არ დარჩეს სახლში და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში.
„მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არც ერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველ მიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია. ფაქტია, რომ ყველა წარმატება, რისი მიღწევაც „ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სიახლეები
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი
- 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი