"ჩვენი მიზანია, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა პარტია"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომლებსაც მოქალაქეებმა ხმა მისცეს და პასუხისმგებლობა დააკისრეს.
მისივე თქმით, კრიზისის დასაძლევად ერთობლივად მუშაობაა საჭირო.
„ამ თემას თვალყურს ვერ ვადევნებ, გუშინ წავიკითხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, ყველამ თუ ნაწილობრივ, განაცხადი დაფინანსების მოთხოვნაზე შეიტანეს. ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, გეუბნებით, რომ ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს და პასუხისმგებლობა დააკისრეს.
რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ თუ ვინმე თავისთვის გადაწყვეტს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ აიღოს, ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვინც ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ა.შ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე არის გამსაზღვრელი ამ ქვეყნის პოლიტიკის. მან თქვა, რომ პასუხისმგებლობას გაკისრებთ ერთ-ორ და ხუთ პარტიას, იმუშავეთ ერთად იმისთვის, რომ დაძლიოთ ეს კრიზისი. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც ვიღებდით აქამდე. თუ ვიღაცას ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია და ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იმ პასუხისმგებლობას არ აბათილებს, რაც ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვაკისრეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"