"ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ იყოს კობახიძის სპიკერი"
ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს, იყოს კობახიძის სპიკერი და რა ვქნათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„გირჩი“ აქ, რომ არ იმყოფებოდა, ეს მისი უფლებაა, რომელ ცერემონიაში უნდა მონაწილეობის მიღება, პოზიცია აქვს იგივე და მყარი, სიების ჩახსნა და გამოსვლა პარლამენტიდან, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული. რაც შეხება „რესპუბლიკელებს“, აქ რაღაც წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და ამიტომ არ მინდა რამე დავაბრალო, თავიდან ვნახე ერთნაირი განცხადება, მერე მეორენაირი, რომ როგორც ბლოკი მოიქცევა, ისე მოვიქცეთო, ამიტომ არ ვიცი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პოზიციას დათმობს, შეცდომას დაუშვებს, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის პოზიცია არის მყარი. რამდენიმე ადამიანი თუ ასეთ შეცდომას დაუშვებს, ეს ვერ შეცვლის ამ სურათს და ვერ შეუმსუბუქებს ივანიშვილის რეჟიმს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს და კობახიძის სპიკერი იყოს და რა ვქნათ“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ახლა უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი როგორ მოიქცევა.
„ვისურვებდი აქამდე არ მიეყვანა საქმე თავისი თავისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის საქციელი ცალკეული პერსონების მხრიდან, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ იზოლაციას არ ხსნის, მათ პოლიტიკურ კარიერას ასრულებს“, – განაცხადა ბოკერიამ.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა