"ჩვენ არ ვაპირებთ სირცხვილის კორიდორების მოწყობასა და მასში მონაწილეობას"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, სირცხვილის კორიდორების მოწყობასა და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.

მისივე თქმით, ახლა აქტუალურია შემდეგი მშვიდობიანი აქცია, რომელიც მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს უნდა გაიმართოს.

 

„ჩვენ არ ვაპირებთ სირცხვილის კორიდორების მოწყობას და მასში მონაწილეობას, ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ახლა ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა პირველ ტურში, არამედ ის ზეწოლისა და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურისას და ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ისე, ამ შემთხვევაში, სირცხვილის კორიდორის წინააღმდეგი ვარ,ზოგადად- არა. კარგი იდეაა ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა, მაგრამ ახლა აქტუალურია შემდეგი საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია, რომელიც იქნება პომპეოს ჩამოსვლის დროს. იქნება კარგი სტიკერები, ცოცხალი ჯაჭვი. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ ქართული საზოგადოება არ იღებს და არასოდეს არ მიიღებს ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესს, დამამცირებელს და ქვეყნისთვის სახიფათოს, რომ თავად გადაწყვეტს, როდემდე იქნება ხელისუფლებაში და არა ამომრჩეველი. ბიძინა ივანიშვილი რაც უფრო მალე მოეგება გონს, რომ ამას შეეგუოს და ახალი არჩევნები დაინიშნოს, მით უკეთესია მისთვის და ქვეყნისთვის.

დასავლელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან განსხვავებით ცხოვრობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც მთავრობები შეგუებული და თანამონაწილე არიან თავისუფალი და სიტყვის გამოხატვის. კარგი ამბავია, როცა მოქალაქეები გამოხატავენ თავის პოზიციას მშვიდობიანი აქციით. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში პრინციპული საკითხია და შესაძლებლობაც არის იმისა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში როცა ხარ, მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის მცდელობისა, საქართველო გამქრალიყო რუკიდან, ასე არ არის, ასე არ მოხდება და ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წაკითხვა 788 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.