სამთავრობო პროგრამის 4 ძირითადი კომპონენტი
სამთავრობო პროგრამა 4 ძირითადი საკვანძო კომპონენტისგან შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სამთავრობო პროგრამის მიმართულებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე, სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ დღეს ნდობა გამოუცხადა.
„სამთავრობო პროგრამის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიდან პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკა. ეკონომიკური ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იმისთვის რომ ქვეყანას სწრაფი, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ. უამრავი რეალური ფაქტობრივი რეფორმაა დაგეგმილი საგადასახადო ნაწილში, ფისკალური ეფექტურობის გაზრდის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ნაწილში და კიდევ ბევრი რამ.
მეორე ნაწილი - რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვას, სოციალურ ნაწილსა და ადამიანური კაპიტალის მართვას, თავის განათლების ნაწილით.
მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაციის ნაწილი, მოგეხსენებათ, ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა.
მეოთხე, ახალი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ვფიქრობ ქვეყნისთვისაც, ეს არის მმართველობითი სისტემა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში, ხომ ვხედავთ კარგად, დღეს პოლიტიკური კრიზისის შექმნის რამხელა მცდელობაა. ამიტომ საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური არის ფუნდამენტი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. იმისთვის, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთ პარტიულ, ვიწრო ინტერესებს დააყენებენ სახელმწიფოზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საჯარო მოხელე უნდა იყოს ის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანზე და მოქალაქეზე ზრუნვა,“- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი