რეგულაციების ქაღალდზე დაწესებით საქართველოს ევროკავშირში არავინ მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „აბსტრაქტული სტანდარტების და რეგულაციების ქაღალდზე დაწესებით“, საქართველოს ევროკავშირში არავინ მიიღებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას საერთაშორისო ბალანსში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.
„ადამიანებს უნდა შევუქმნათ გრძელვადიანი პერსპექტივის მკაფიო სურათი. რწმენა, რომ საერთო შრომით საფუძველს ვუყრით საერთო მომავალს. მჯერა, რომ მაშინ პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები მხარდაჭერას საერთოდ ვეღარ ჰპოვებენ. ჩვენ გავაკეთეთ ამბიციური განაცხადი, რომ 2024 წელს რეალობად ვაქციოთ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, მაგრამ ევროპისაკენ ჩვენს ისტორიულ სწრაფვას ჩვენ ხორცს ვერ შევასხამთ თუ არსებითად არ შევცვალეთ მიდგომები. მხოლოდ აბსტრაქტული სტანდარტების და რეგულაციების ქაღალდზე დაწესებით, რა თქმა უნდა, არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, კიდევ უფრო უნდა გავძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა და ჩვენ უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯები საერთო საერთაშორისო ბალანსში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ