გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოზრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
კვირიკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები ნიკა მელიას პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
"იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.
ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს - საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში. პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ: - ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია; - 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს" - წერს გიორგი კვირიკაშვილი.
სიახლეები
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი
- “პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები” - პრემიერი რუსეთ-უკრაინის ომზე