მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს შემთხვევა ტრაგიკომედია არ გახდეს - გიორგი გახარია სააკაშვილზე
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას მეტი გონიერება მართებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრაგიკომედიად არ იქცეს.
„ძალიან კარგად მახსოვს, წინა არჩევნები იყო, მაშინ კომენტარი გავაკეთე, რომ საერთოდ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ეს იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. ეს ყველაფერი გადაივლის, ქართველი ამომრჩეველი დაფიქრდება, რა ხდებოდა პირველი ტურის და მეორე ტურის შემდეგ. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან სრული ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 30-ე დღეა შიმშილობს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი