"სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა"- გიული ალასანია
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად იმყოფება.
ალასანიას შეფასებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე პირდაპირ იმის გამო არ თქვა, რომ ჩათვალა, ეს მისი სფერო არ არის და საბოლოოდ ექიმების გადასაწყვეტი საკითხია.
"ამ ყველაფერმა მოლოდინი და იმედი გამიჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიძვრება პროცესები, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაძრულიყო. ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. სულ ვისმენთ ოფიციალური პირების დაუფიქრებელ, არაფრთხილ გამოთქმებს, რასაც ქალბატონმა სალომემ ყურადღება მიაქცია. მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს, რაც ნამდვილად ასეა", - განაცხადა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“