"მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების რისკები არსებობს.
მისივე თქმით, საკითხს ორი მხარე აქვს და სამედიცინოსთან ერთად უსაფრთხოებაც უნდა გაითვალისწინონ.
"მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან - ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.
პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის რისკები. ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი ძალიან კარგად ხვდებით რაც არის - ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების. ამისათვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები და ვიცით, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა ყველაფრის მკადრებელია. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში