თათბირზე განიხილეს ხოშტარიას მოწამვლის სცენარი - ირაკლი კობახიძე
გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ინფორმაცია მათ წყარომ მიაწოდა.
კობახიძემ თქვა, რომ "ეს არის ოპოზიციის მხრიდან რადიკალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი".
„ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის- საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, პოლიციელებს, გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული, სამარცხვინო ავანტიურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომელთაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს. მადლობას ვუხდი სამართალდამცველ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის. რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება