"ენმ არის ომის პარტია, მათ სურთ ომი უკრაინაში" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
კობახიძის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობა" "ომის პარტიაა" და მათ უკრაინაში ომი სურთ:
"რეზოლუციის ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს იმას ვეღარ გაიმეორებენ მარტივი მიზეზის გამო, რომ არიან ოპოზიციაში". - ამბობს კობახიძე
ტეგები:
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში