"მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს" - სალომე ზურაბიშვილი
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაThe Brussels Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „გრძნობა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს საკუთარი და ბუნებრივი ევროპული მომავალი, ხალხში ღრმად არის განმტკიცებული“.
„ისინი [მმართველი პარტია] აშკარად რუსეთის მითითებებს ასრულებენ ევროპასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ, რომ დაეწყოთ ეს ხისტი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართველებისთვის ბუნებრივი არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მრავალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო ყურადღების ცენტრში დარჩეს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმოქმედობა საქართველოში ევროპის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე „უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან მათ სანქციების შესახებ მოწოდებები ესმით და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში არაფერი გაკეთებულა“.
„აღმოჩენა იმისა, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა ის ქვეყანა, რომელიც თითქმის ევროკავშირის კართან იყო, რუსეთის მიერ შთანთქმას გადაარჩინონ, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ევროპისთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
- თოვლის კაცი თუ ფენიქსი? — ნახეთ, რომელი ზებუნებრივი ენერგია მართავს თქვენს ბედს
- გასაოცარი ტექსტურა და დაუვიწყარი გემო - ნიგვზიანი აწეწილი ბადრიჯანი
- "გავიდეთ “ფეისბუქიდან” და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე, სხვა არანაირი გზა არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ცოტა ღიმილისმომგვრელია ოპოზიციურ ფლანგზე “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია