"წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ" - მამუკა ბახტაძე
წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ, იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ,
- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის კრიტიკას და შეკითხვას, რომელიც „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხებოდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, ყველაფერი, რაც საქართველოში ან გლობალურად ხდება, დაუკავშიროს ბიძინა ივანიშვილს. პრემიერის თქმით, ორკესტრირებული შეტევა იყო ის, რაც 2012 წელს ბანკ “ქართუს” წინააღმდეგ განხორციელდა.
“აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე - მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი