ამ გვერდის ამობედვა

,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთი-ერთში ამბობს იმას, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული. მათ შორის, რაც ყველაზე სავალალოა და ამ ანგარიშში ნათლად არის წარმოდგენილი, როგორი იყო ევროკომისიის ზეწოლა რუმინეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებზე. ეს არის ის უხეში ჩარევა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატა სოციალურ ქსელებში ჩარევით, ცენზურით და იმ საჯარო ინფორმაციაზე გავლენით, რომელიც ევროკომისიას აქვს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი, რაშიც ისინი სცოდავენ. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ბევრი მსგავსი დარღვევა ვიცით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.

წაკითხვა 113 ჯერ