,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
,,ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ეს უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ ორ ქვეყანას შორის რეალური პარტნიორობა დაიწყოს.
,,ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ ჩვენს შორის რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ამასთანავე, ჩვენ ფორმალური გზებით, არაფორმალური გზებით მუდმივ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან, ვაწვდით ინფორმაციას. “ქართული ოცნების” მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმული არის და, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან სასიხარულო არის იმ გზავნილების მოსმენა, რა გზავნილების მოისმინეს ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა და ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განმარტავს მაჭავარიანი.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში