,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩსა და “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ევრობიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გერმანიის ხელისუფლებაშიც გარკვეული პრობლემები არის. როცა ჩვენ თავის დროზე გვიშლიდნენ რუსეთთან დალაპარაკებასაც კი, თვითონ ახლა ამბობენ, რომ რუსეთი ყოფილა ევროპული ქვეყანა. გვიპასუხოს მაშინ გერმანიის ელჩმა, რას გულისხმობდა მისი ელჩად დამნიშვნელი. არა მარტო ელაპარაკოს, უსაფრთხოების სისტემა უნდა ააგოს ევროპამ თურმე რუსეთთან ერთად და უკაცრავად, საქართველო სად არის ამ შემთხვევაში? ევროპული ჯარები დგას ანუ ამას გვეუბნება გერმანიის ელჩი და გერმანია? გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში