,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები,” – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ EPP-ის სამი წევრი პოლონელი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
„EPP და მათი პოლონელი წარმომადგენლები ცალკე კომედიაა, რადგან ვიცით მათი პოლიტიკური წარსული. როდესაც ბალტიისპირა ქვეყნებზე ვსაუბრობთ, კარგად ვნახეთ მათი როგორც უსაფრთხოების და შიშის გამო გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვერანაირი სანქცია ვერ გადაფარავს იმ უსაფრთხოებას, სამშვიდობო პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ვერაფერი გადაფარავს იმას, რომ არ ვიქეცით სტატისტიკად თუნდაც იმ პოლიტიკოსების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, პრეზიდიუმში სხედან და თავიანთ აგენტურას, ეთნიკურად ქართველებს უსმენენ თურმე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ანტიდემოკრატიასთან აქვთ საქმე. მათ შორის, უსმენენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, მათივე წოდებულს დემოკრატიის შუქურად – ძალას, რომლის დროსაც ციხეში აუპატიურებდნენ, ოჯახებს ამწარებდნენ, აწამებდნენ. დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები“, – აღნიშნა კირცხალიამ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა