,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
,,მსგავსი ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, რომლებიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის, იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ელჩს გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ბრიუსელში გაკეთებულ მის განცხადებებთან დაკავშირებით.
„ეს არის ჩვენი პოზიცია. შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში. როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომლებსაც დგამენ. ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც მიუღებელია. ასეთ ნაბიჯებს ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად. ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან სრულყოფილ დიალოგზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ,,ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს” – მამა შალვა კეკელია