,,ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს” – მამა შალვა კეკელია
,,ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია – ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ – არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.
„ვერავინ ჩაერევა, ვინაიდან თითოეული მათგანი უკვე ასაკშია, მათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ისინი ყველანი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.
ვიცით, რომ 28-ში დაინიშნა სინოდი. 28-ში უკვე გამოარჩევენ სამ კანდიდატს, იმ დღესვე ალბათ გაფართოებული კრების თარიღს იტყვიან და გაფართოებული კრების შემდეგ დაინიშნება სინოდი, სადაც უკვე აირჩევენ პატრიარქს“, – აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება
- ,,ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი"-მიხეილ სააკაშვილი
- კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
- ,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან” – შალვა პაპუაშვილი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
