"ანაკლიის პროექტს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს"
ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა;
ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ შედეგად საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და სრულფასოვნად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა სიეტლში კომპანია SSA Marine-თან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია, მსგავსი პროფილისა და მასშტაბის ამერიკული კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი.
"ჩვენი მთავარი სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მივაღწიოთ მიზანს და საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი. ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
- " ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას, ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს" - დონალდ ტრამპი
- პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე წარედგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის