მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
„საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს, საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. კიდევ ერთხელ, სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლს და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიონის საკათედრო ტაძარში წირვას პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
