"თუ 6 წელში რუსეთთან ურთიერთობას არავინ შეცვლის, მივხვდები, რომ ეს ჩემი მისიაა"- თინა კანდელაკი
ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, Sputnik-თან საუბარში განაცხადა, რომ თუ უახლოეს 6 წელიწადში საქართველოს საგარეო კურსი რუსეთის მიმართულებით არ შეიცვლება ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას განიხილავს, თუმცა ახლა ამისთვის მზად არ არის.
"ჩემი საქართველოში დაბრუნება შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ საქმიანობასთან. რუსეთში ბევრი პროექტები მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება. რა შემთვევაში? თუ გავიგებ, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო ურთიერთობის შეცვლა, მაშინ მე მზად ვიქნები მსხვერპლად გავწირო ბევრი - ჩემი პირადი ცხოვრება, კომფორტი, თუ ჩემსავით ამბიციური, შესანიშნავი ხალხი მოვა, როლებსაც გამარჯვება სურთ."
პოლიტიკაში მოსვლით მისი მთავარი მიზნის მიღწევა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ქცევა იქნება:
"თუ 50 წლის ასაკში ვიტყვი, 'ჩემ გარდა არავინ' და ყველა მხრიდან იტყვიან 'თინა, მხოლოდ შენ' - ალბათ მივხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრებისეული მისიაა".
კანდელაკს ჰკითხეს რას იზამდა იმ შემთვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტობას შესთავაზებდნენ, რაზეც უპასუხა, რომ ის ამ შემოთავაზებას არ დათანხმდებოდა, თუმცა "როდესაც დონალდ ტრამპივით მდიდარი ვიქნები, თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ, შემდეგ ვისაუბროთ."
კანდელაკმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას თქვა, რომ საჭიროა ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ათასობით სტუდენტის გაგზავნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებსაც საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდება შეეძლებათ.
მან ისიც თქვა, რომ 9 აპრილზე ფილმის გადაღება სურდა. ის ფიქრობს, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის "ხარვეზია". კანდელაკი თვლის, რომ ეს ერთი კონკრეტული ადამიანის, გორბაჩოვის გადაწყვეტილების შედეგი იყო და საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება აქ არაფერ შუაში იყო.
"ნაციონალიზმის პირველი ნოტები სწორედ მაშინ აღმოცენდა, ქართველ ნაციონალისტებს ამ ტრაგედიაზე ყოველთვის ახსენდებათ რუსეთი".
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ