"რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთს სომხეთთან და აზერბაიჯანთან თითქმის ყველა სფეროში სასარგებლო თანამშრომლობა აქვს და მოსკოვი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

„ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან, რომელიც ყველა შესაძლო სფეროს მოიცავს. ეს მოიცავს ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ორმხრივ ინვესტიციებს და კულტურულ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამ ურთიერთობების განვითარებას ჩვენს პარტნიორებთან ისე, რომ ეს იყოს ორმხრივად მომგებიანი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოები არიან და, შესაბამისად, აქვთ სრული უფლება, დაამყარონ ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ როლი სომხეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში აშკარაა და რუსეთი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში სომხეთთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

წაკითხვა 64 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.