„ეს ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება“ - კალაძე უგულავას საქმეზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.
„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“,- განაცხადა კკალაძემ და ასევე დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ მან არასწორი განმარტება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გიგი უგულავამ ბრალი აღიარა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა