"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები"
დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის, დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვების მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება.
„თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, „რეისები რატომ გადადეთ" - მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. არ დაგავიწყდეთ, რო რეგიონში არის სერიოზული აფეთქება ბევრგან და ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული, თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი და ყველა ნაბიჯი გამოწვეულია ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც რეგიონისგან განსხვავებით ჩვენი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრით არის განსაზღვრული, მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქვეყნებში ასობით არის ყოველდღიურად. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრების და საკარანტინო მექანიზმების ეფექტიანი კონტროლი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი