"ვიღაცამ პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაციით გახარიას შეახსენა, რომ მუჭში ყავს და თავში ნუ აუვარდება პოპულარობა..."
21 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გააავრცელა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.
"ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო - ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. მუქარის წერილთან კავშირი არ ჰქონდა.
"ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით , რომ ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გახარიასთან. ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, რომ გადასარჩენიც გახარიას არაფერი სჭირს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კი, პროკურატურას "არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას "გათეთრების" უბადრუკ მცდელობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გახარიას არ აქვს გამბედაობა თქვას თუ რა როლი შეასრულა მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურისაგან, გარდა არაკომპეტენტური განცხადებებისა, არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. გიორგი გახარიას თუ აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით. დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანემედროვე უწყება", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ე.წ. მუქარის წერილის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი.
"მუქარის წერილზე" დასკვნის გამოქვეყნებით პროკურატურამ თითქოს "გაათეთრა" გახარია. სინამდვილეში კი, ვიღაცამ პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაციით გახარიას შეახსენა, რომ მუჭში ყავს და ძალიან თავში ნუ აუვარდება პოპულარობა...", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში".
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი