"ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია"
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა საქართველოს მიუღებლად მიაჩნია.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ჟენევის მოლაპარაკებები უკიდურესად მნიშვნელოვანი და ქმედითი ფორმატია.
„ჟენევა ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატი, რამეთუ ის ფაქტობრივად, ერთადერთი ქმედითი ფორმატია. ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის, გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზი არის ჩაკეტილი და ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა. ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ასეთ დროს ჩაშლა, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაიშალა. მორიგი შეხვედრა 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა