ამ გვერდის ამობედვა

"უარს ვაცხადებ ისეთ ვიზიტში მონაწილეობაზე, რომელმაც პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა" - ბადრი კოჭლამაზაშვილი

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აშშ-ში მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტთან დაკავშირებით „ფეისბუქპოსტს“ ავრცელებს.

როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილი წერს, უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ისეთ ვიზიტში, რომელმაც, პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც, პროფესიული დანიშნულების გარდა, პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

წაკითხვა 349 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2023