ამ გვერდის ამობედვა

დაკავებულია 14 წლის გოგო, რომელიც ქუთაისში ავარიის დროს ავტომობილს მართავდა

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაკავებულია 14 წლის მოზარდი, რომელიც საჭეს მართავდა.

3 ივნისს, ევდოშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ - ,,ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე... გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა, გადარჩენილიყო. იქვე დაიღუპა ბავშვი. სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში იყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა“.

წაკითხვა 109 ჯერ

სიახლეები