,,ამერიკის ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო"- კახა კალაძე
მზად ვართ ამერიკასთან განახლებული ურთიერთობების, ოღონდ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის სამართლიანობას ეფუძნებოდეს, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებს.
თბილისის მერმა განმარტა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ღიაა – მიესალმებიან ამერიკასთან ახალი ფურცლიდან სამართლიანი ურთიერთობების დაწყებას.
„როდესაც დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი გუნდის პოზიციაზე. ეს დასამალი არ არის. მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შესაბამისი გზამკვლევით, ოღონდ ეს სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. ახლანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდაც გაატარებს ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რაც, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობას.
„მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი სურვილიცაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, კონფლიქტები. ეს გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ჩვენ მუდამ ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ყოველთვის იმ პოლიტიკას გავატარებთ, სადაც საქართველოს და ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო”- ირაკლი კობახიძე
- ,,გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს"- ირაკლი კობახიძე
- ,,საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს"- ირაკლი კობახიძე
- სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
- ,,საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, თქვენი დროშა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელს მსოფლიოში"- კრისტოფერ ლანდაუ
